VII ბლოგი

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ალგორითმი
სწავლების საფეხური/ დისციპლინა
X კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
24
აქტივობების აღწერა, მათი  მიზნები და მისაღწევი შედეგები
მიზნები:
-       შეძლოს ამოცანაში გარკვევა, მისი წარმოდგენა ცხრილითა და დიაგრამის საშუალებით, მათი დახმარებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა
-       შეძლოს მონაცემების თეორიული და პრაქტიკული შედეგების შედარება
შედეგი:
-       შეუძლია ამოცანის გააზრება, მისი წარმოდგენა ცხრილისა და დიაგრამის საშუალებით, მათი დახმარებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა
-       შეუძლია თეორული და პრაქტიული ამოცანების შეფასება და შედარება

I ფაზა -  წინასწარ
     საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევა
     წინარე ცოდნს გააქტიურება -ახლისათვის შემზადება
II ფაზა - განმავლობაში
     მუშაობა მთელ კლასთან - ახალი ცოდნის კონსტრუირება
     მუშაობა წყვილებში ახალ მასალაზე
III ფაზა - შემდეგ/განმავლობაში
     ახალი მასალის განმტკიცებისათვის სავარჯიშოების შესრულება
     პრეზენტაცია
     საშინაო დავალება მომდევნო თემის შემზადებისათვის



ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
X.13;
X.14;
X.15.
თანმიმდევრობა
1.       საშინაო დავალების შემოწმება კლასში (3 წთ)
2.      თემისა და ქვეთემის წარდგენა (1 წთ)
3.      სიტუაციური ამოცანა და მისი გააზრება წინარე ცონის გასააქტიურებლად, ახალი თემისთვის შეზადება (3 წთ)
4.      კითხვები თემის გარშემო (4 წთ)
5.      ამოცანების განხილვა და ფორმულის დადგენა (2 წთ)
6.      პრაქტიკული ამოცანა წყვილებში: კამათლის გაგორება და წინა ამოცანის კითხვების მიხედვით ფორმულის დადგენა (6 წთ)
7.      შეადარეთ ამ ორი ამოცანის კითხვები და გააკეთეთ დასკვნა ( ორივე შემთხვევისათვის ფორმულა ერთი და იგივეა: P(A)=m/n ) (1 წთ)
8.      კამათლის ორჯერ/სამჯერ გაგორებისა და მონეტის ორჯერ/სამჯერ აგდებისას ცხრილისა და დიაგრამის გამოყენება და სივრცის დადგენა. ტოლ შესაძლებელ ხდომილობათა მოსვლის ალბათობა (10 წთ)
9.      პრეზენტაცია (10 წთ)
10.  გაკვეთილის შეჯამება (2 წთ)
11.  საშინაო დავალება (3 წთ)
 შეფასება
შეფასების რუბრიკა
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
დაფა, ცარცი, რვეულები, სახლემძღვანელო, საწერი სამუშაოები, ბარათები, კომპიუტერი, პროექტორი.




Comments

Popular posts from this blog

პროექტის გეგმა

IV პოსტი