პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
|
ბინა
(მონაცემთა ანალიზი: შეგროვება, წარმოდგენის ხერხები, რიცხვითი მახასიათებლები - საშუალო. მედიანა, მოდა, დიაპაზონი)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მთავარი იდეა
|
მოსახერხებელია თუ არა მონაცემთა წარმოდგენის ყველა ვერსია და მათ შორის ყველაზე ეფექტური კომპიუტერია.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის აქტუალობა
|
ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის მოპოვების უნარი, ცნობარების და ტექნოლოგიების გამოყენების ჩვევები.
შეძლოს მონაცემთა წარმოდგენა რაც შეიძლება მარტივად, შეძლოს წარმოდგენათა შედეგების შედარება და იქიდან უკეთესის არჩევა.
მოპოვება გადახარისხება შედარება შეფასება
ანალიზი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მონაწილეთა ასაკი და რაოდენობა
|
16 წელი
24 მოსწავლე
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვადები/ხანგრძლივობა
|
1 კვირა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები
|
მონაცემებს აგროვებს, იყენებს მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხებს, ითვლის რიცხვით მახასიათებლებს, ადარებს და აკეთებს დასკვნას.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო რესურსები
|
ცხრილები, დიაგრამები, კომპიუტერი, დაფა, ცარცი, ბარათები, პროექტორი.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მსვლელობა (აქტივობები)
|
კლასში ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება - I დღე
მონაცემთა მოპოვება და მისი დამუშავება რაიმე წესით მის მოსაწესრიგებლად (მონაცემების წარმოდგენა ფოთლოვანი დიაგრამით) - II დღე
მონაცემთა უკეთ აღქმისთვის და დასკვნის გამოტანის მიზნით შუალედების შექმნა - III დღე
სიხშირეთა ცხრილის და ფარდობითი სიხშირეთა ცხრილის შედგენა - IV დღე
ამ ცხრილების საშუალებით დიაგრამების აგება - V დღე
ცხრილებისა და დიაგრამებით მიღებული შედეგების გამოტანა და შედარება - V დღე
შეფასება: კომენტარი, რუბრიკა - VI დღე
ანალიზი - დასკვნა, ყველაფერი წესრიგშია, თუ რაიმე დარჩა შეუსრულებელი
პრეზენტაცია - VII დღე
პროექტის მსვლელობის აქტივობების აღწერა:
მიკარნახეთ თქვენი საცხოვრებელი ბინის ნომერი (7,11,22,13,18,11,25,13,10,28,11,19,24,6,15,9,32,17,9,8,7,19,22,19,19)
დაალაგეთ მონაცემები ზრდადობის მიხედვით
მოსახერხებელია თუ არა ამ მონაცემთათვის დიაგრამის აგება; ცხრილის აგება? (არა)
ჩაწერეთ ეს მონაცემები ფოთლოვანი დიაგრამის სახით
რა უპირატესობა აქვს მონაცემთა ასეთი სახით წარმოდგენას (მოწესრიგებულია: ნათლად ჩანს დიდი და მცირე რიცხვები; რომელი ნომრები ემთხვევა...)
იპოვეთ მოდა, გაბნევის დიაპაზონი, მედიანა, საშუალო
შექმენით შუალედები [0;10) ; [10;20); [20;30); [30;40)
შექმენით სიხშირისა და ფარდობითი სიხშირის ცხრილი
ააგეთ მართკუთხოვანი და წრიული დიაგრამები
საბოლოდ ვღებულობთ:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან, ესგ - სთან კავშირი
|
მათ. X.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
|
ნინელა ქარდავა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის ვებ.გვერდი (ბლოგი)
|
Comments
Post a Comment